რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა სხდომაზე მერაბ ღოღობერიძე არ გამოცხადდა. მიზეზი ღოღობერიძეს განცხადებაში არ უხსენებია.

ადვოკატი პაატა შავაძე ვარაუდობს, რომ ღოღობერიძის გამოუცხადებლობის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. შავაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ღოღობერიძის ეს განცხადება ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო დაწერილი.

ჩხვირკვიასა და ღოღობერიძის საქმის განხილვა 15 ივლის 12 საათზე განახლდება.

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ 9 პირია დაკავებული, ორს კი საპროცესო გარიგება 23 ივნისს გაუფორმდა. პროკურატურის შუამდგომლობით მინდია ბერიძეს ერთი წლიანი პატიმრობა და სამწლიანი პირობითი სასჯელი, ხოლო რევაზ ქერქაძეს 6 თვიანი პატიმრობა და წელიწადნახევარი პირობითი სასჯელი დაეკისრა. ორივე მათგანმა ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×