რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) საქართველო-ქუვეითს შორის პირველი პირდაპირი რეისი მიმდინარე წლის 11 ივლისს, თბილისის დროით 16:40 საათზე შესრულდება.

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია „Kuwait Wataniya Airways" რეგულარულ რეისებს ორ დედაქალაქს შორის, კვირაში სამჯერ: ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 30 ივნისს გასცა.

ავიაკომპანიის პირველი რეისით თბილისს ეწვევიან "Wataniya Airways"-ის დამფუძნებელი და მფლობელი რაკან ელ ტავაიჯრი და ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების 70-კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე არიან ავიაკომპანიისა და სხვა მსხვილი ბიზნესის მმართველები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×