რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) 11 ივლისს დეკანოზის საქმის სასამართლო პროცესი განახლდება და სხდომაზე ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაკითხავენ.

„11 ივლისს, 11:30 საათზე დეკანოზის საქმეზე ჩვენებას მივცემ. მოგვიანებით კი, ჩემს პოზიციას გამოვხატავ, რადგან ჩემი მოსაზრებები გულისხმობს პატრიარქის ლიკვიდაციას, ხოლო საქმე - შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობას", - დაწერა არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×