რეზონანსი
10.07.2017

 (რეზონანსი) დევნილთა სამინისტროს ცნობით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, გრანტი კიდევ 155 დევნილს გადასცა.

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის" ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, უკვე დაფინანსებული იყო 475 დევნილი.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 31 ივლისამდე გაგრძელდება.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:

მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე; 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს; ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×