(რეზონანსი) სოფელ ბერშუეთთან "ხალხის პარტიამ", გაერთიანებულ კოალიციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან აქცია ლოზუნგით "არა მცოცავ ანექსიას" გამართა.
გაერთიანებული კოალიციის წევრებმა აქციით რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპანტი ქვეყნის მიერ ე.წ. საზღვრის კიდევ ერთხელ თვითნებურად გადმოწევა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფს განცხადებით მიმართეს, სადაც ხელისუფლებას გარდა "შეშფოთება-აღშფოთებისა" ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია, პარტია "საქართველო" და კოალიცია "ერთსულოვნება".
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი 4 ივლისს გადმოწიეს.