რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) „ფოტოგრაფების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოში დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება. ბესელია გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო , როდესაც ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი მაშინ აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მას ემუქრებოდნენ.

ბესელიას ცნობით, საქმეში კონტრდაზვერვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. „პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ გიორგი იყო დათრგუნული და კომუნიკაცია უჭირდა. ის ღია ტექსტით ვერ საუბრობდა, იქ ჩაწერა ხორციელდებოდა. მან თავიდანვე მითხრა, რომ არ აღიარებდა ბრალდებას. როდესაც შიმშილობა დაიწყო, მასზე ფსიქოლოგიური წნეხი გაიზარდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა თანამესაკნეების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ", - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×