რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს 2017 წლის ნაცვლად, 2018-ში ეწვევა.

ტრამპმა დედოფალი ელისაბედ მეორის მიწვევა მიიღო, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი იანვარში ვაშინგტონს ესტუმრა, თუმცა, ვიზიტის პერსპექტივამ ბევრი კითხვა გააჩინა, რის გამოც ტრამპმა დიდ ბრიტანეთში წასვლა გადაიფიქრა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ სამეფოში დონალდ ტრამპის ვიზიტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად "ხანგრძლივი დროით დარჩება ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ხელისუფლებაში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ის არჩევნებში დამარცხდა და შემოდგომაზე მისი პოპულარობის რეიტინგი დაეცა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×