რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) სააგენტო „ТАСС"-ის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში" ადანაშაულებს და მათზე ე.წ. საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს. ნუსხაში მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები არიან. სიაში სულ 76 ადამიანია:

„სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×