რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) განათლების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროს შენობასთან გუშინ გამართული აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საგნის - „მე და საზოგადოების" შინაარსი სასულიერო პირებთან უკვე შეთანხმებულია:

„ყველა დოკუმენტი, რომელიც არის შექმნილი საგნის - "მე და საზოგადოების" სასწავლებლად, საჯარო და შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებთან და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტს ყველა დაინტერესებული პირი გაეცნოს. ის მასალები, რომელსაც გუშინდელ აქციაზე ავრცელებდნენ, არის რომელიღაც, ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია"

მინისტრის თქით, საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, ის სასწავლო პროგრამაში არ მოხვდება:

„საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა ჩვენ წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისა და მშობლებისთვის. ამ ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ მისი სწავლების დაწყებას, თუმცა პროცესში დავაზუსტებთ ამ საკითხს", - განმარტა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×