რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციაში დაიბარეს. გამოძიებას კითხვები აქვს დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელთა ნაწილი პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი მომდევნო დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკითხება.

პოლიციის შენობიდან გამოსული მოვაჭრეების თქმით, გამოძიებას მათგან აინტერესებდა თუ რა სახის ზარალი მიადგა თითოეულს და აქვთ თუ არა ვერსიები, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ხანძარი ფოთის ბაზარში გუშინ დილის 7 საათზე დაიწყო, დამწვარია 70-მდე ობიექტი. ხანძრის შედეგად სულ 2000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ. მოვაჭრეთა ნაწილი მომხდარში ფოთის აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. მათ ბრალდებებს ფოთის ბაზრის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს.

ხანძრის შემდეგ, ფოთის ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ თვითდაზიანებები მიიყენა. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ობიექტი დაეწვა, ვენები გადაიჭრა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ფოთის ბაზრის კიდევ ორ მოვაჭრეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×