რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) „Gangnam Style"-ის კლიპი „YouTube"-ზე ყველაზე პოპულარული აღარ არის. მისი რეკორდი ფილმი „ფორსაჟი 7" -თვის მიძღვნილმა კლიპმა მოხსნა, სიმღერით - „See You Again". ამის შესახებ „BBC"-ი წერს.

სიმღერა „See You Again"-ს რეპერი უიზ კალიფა და მომღერალი ჩარლი პუტი ასრულებენ. ამჟამად მათი კლიპი 2 895 552 454 ადამიანმა ნახა, ხოლო სამხრეთკორეელი მომღერლის, „Psy"-ის ჰიტი 2 894 479 586-ჯერ არის ნანახი.

„See You Again"-ს ნახვების საერთო დრო 21 759 წელიწადს შეადგენს.

რეკორდსმენი სიმღერის კლიპი, „ფორსაჟის" ვარსკვლავს პოლ უოლკერს მიეძღვნა, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა, სანამ ფილმის მეშვიდე ნაწილზე მუშაობას დაასრულებდა.

„Gangnam Style" YouTube-ის პირველი ვიდეო იყო, რომელმაც მილიარდ ნახვას მიაღწია და პირველ პოზიციას 4 წელი იკავებდა.

2017 წლის „YouTube"-ის რეიტინგი ნახვების მიხედვით ასეთია:

5. Luis Fonsi ft. Daddy Yankee - „Despacito"

4. Bruno Mars - „Uptown Funk"

3. Justin Bieber -„Sorry"

2. PSY -„ Gangnam Style"

1. Wiz Khalifa ft. Charlie Puth - „See You Again"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×