რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) ადიდებულმა მდინარე არღუნმა შატილის მიმდებარედ საავტომობილო გზა დააზიანა და დასახლება ამ დროისთვის გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მანამდე, პირიქითა ხევსურეთამდე მისასვლელი გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა.

„მოწყვეტილები ვართ ამჟამად, ცუდი სიტუაციაა და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. ფეხით სასიარულოდაც კი ძალიან საშიშია, გზა არ არსებობს. ძალიან შორი გზით უნდა მოუარო. მდინარე ჭამს ნაპირებს და იშლება. შუქი ახლაც არ არის" , - ამბობს შატილის მცხოვრები მაყვალა დაიაური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×