რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება, პროკურატურა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა შპს-ში „მამაოს თანამდებობის" დაკავებასა და ანგარებაში ადანაშაულებს.

„ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ. ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის, საახალწლოდ - პრემიებსაც" , - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელიძემ.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შპს-ს წარმომადგენლები ქველმოქმედების სახით, როგორც სულიერ მოძღვარს, მამა გიორგის თანხას აძლევდნენ და სტატუსი „შპს-ს მამაო" არ არსებობს.

მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია კი აცხადებს, რომ ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა და მისი უცნაური თხოვნების შესახებ არა ერთი მოწმე საუბრობს.

„აცხადებენ, რომ მდივან-რეფერენტისგან არა ერთხელ მოდის ისეთი დავალებები, თხოვნები ან მითითებები, რომელიც საერთოდ არ შედის მდივან-რეფერენტის, გამომცემლობის რეფერენტის ფუნქციებში, მაგრამ ის მსგავს დავალებებს არაერთხელ გასცემს. შესაბამისად, ალოგიკური არ იყო, რომ მან დეკანოზს სთხოვა აღნიშნული საკითხის გარკვევა" , - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×