რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები რუს დეპუტატებს შეხვდნენ. ქართველ პარლამენტარებს პუტინის სახელისუფლებო პარტია „ედინაია რასიას" და კომუნისტური პარტიის წევრები შეხვდნენ. კანონმდებლებმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა და დიპლომატიური ურთიერთობის აღგენის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის ინიციატორი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. ის აცხადებს, რომ საქართველოს და რუსეთის პარლამენტარებმა ურთიერთობა უნდა აღადგინონ და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი დასაწყისია.

„ეს არის პირველი შეხვედრა არა მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიცივეა.როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მანამდეც არ იყო ეს ფორმატი დატვირთული.ბოლო წლებში პარლამენტარები ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩვენთან - სახელმწიფო სათათბიროშიც და საქართველოშიც. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავალაგოთ" , - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×