რეზონანსი
11.07.2017

 (რეზონანსი) ქარელის რაიონის სამ სოფელში, კნოლევში, ცერონისსა და ავლევში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ნოდარ კოკილაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში, რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.

4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი 500 მეტრით გადმოსწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე წინა დღეს დადგეს.

ოკუპანტებმა ბანერი გია ხოდელის მიწაზე გადმოსწიეს. მას მოსავლის აღების და დათესვის პრობლემა შარშანაც შეექმნა. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×