რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მიხეილ ჯანელიძემ ამ პოსტზე კახა კალაძე შეცვალა.

„ძალიან მნიშვნელივანია, რომ ჩვენი საგარეო მიმართულება პრიორიტეტებში გამოიკვეთოს. ეს ყოველთვის იყო ასე და ამ დანიშვნით კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საგარეო პრიორიტეტებს. საქართველოს მომავლის შენების საქმეში, ვფიქრობ, რომ მიხეილმა ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა, ვიზალიბერალიაზაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ლომის წვლილი მიუძღვის" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა დღეს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შემცვლელად მისი მოადგილე, ილია ელოშვილი დაასახელა. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტრის პოსტი ოფიციალურად 6 ივლისს დატოვა. ის „ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×