რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) პრემიერმინისტი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გელათისა და ბაგრატის ტაძრებზე იუნესკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობის შედეგად, გელათის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნდა.

„2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ისე გელათის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, იუნესკოს სიაში ბაგრატის ტაძრის დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა ხელისუფლება ქალაქ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებაზე მუშაობას დაიწყებს.

„ბაგრატს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ ისტორიული ლანდშაფტის ზონა მნიშვნელოვანია, რომ დავადასტურებინოთ იუნესკოს" , - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, 41-ე სესიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×