რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) 14 ივლისს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის „სამშვიდობო ძალების" დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ჯავის გავლით ცხინვალში 50 ბაიკერი ჩავა.

ცხინვალის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტუმრებს 20-მდე ადგილობრივი მოტომრბოლელი შეუერთდება, რომელთან ერთადაც ბაიკერები ქალაქის ცენტრში სპეციალურ „ტრიუკებს" წარმოადგენენ.

შეკრება ქალაქის იმ ქუჩაზე მოხდება, რომელსაც , „მშვიდობისმყოფელების" ქუჩა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაერქვა. ამ ქუჩაზე იყო განთავსებული რუსეთის სამხედროების ბაზა.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები 1992 წლის 14 ივლისს შეიყვანეს და 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ „სამშვიდობო მისია" რეგულარული არმიით შეიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×