რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი)ტაქსების ბაზარზე კომპანიები აცხადებენ,რომ რუსულ ტაქსის კომპანიასთან კონკურენციის გამო შესაძლოა გაკოტრდნენ. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ამჟამად სააგენტო სხვადასხვა კვლევით არის დაკავებული და „იანდექსის" წინააღმდეგ საჩივარს საკუთარი ინიციატივით არ იკვლევს. ამის შესახებ ხადურმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

„მე პირადად მქონდა შეხვედრა ტაქსების კომპანიის წარმომადგენლებთან ჩემი ამ სამსახურში დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვთხოვეთ მოეტანათ დაზუსტებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. თუ არ იქნება სხვა საჩივრები, შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვან ბაზრებზეც ვიფიქროთ.ბაზარზე შემოვიდა არა მხოლოდ „იანდექსი", არამედ რამდენიმე სხვა კომპანია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ,პირველ რიგში, რომ ბაზარზე მომხმარებლის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული" , - აცხადებს ნოდარ ხადური.

„იანდექსის" წარმომადგენლობაში აცხადებენ,რომ მგზავრობაზე დაბალი ტარიფი დროებითი მარკეტინგული აქცია იყო. რუსული კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი თეიმურაზ ხმელიძე ამბობს, რომ დღეს მგზავრობის ტარიფი საბაზრო ფასებს შეესაბამება. კომპანია არ იღებს ქართული კომპანიების პრეტენზიებს მის მიმართ და აცხადებს, რომ ადგილობრივი კომპანიები არაეფექტურად მუშაობენ.

„იანდექსს" კი არ აქვს დაბალი ფასები, უბრალოდ, მათ აქვთ მაღალი ფასები. იმის გამო, რომ არიან დაბალეფექტურები" , - აცხადებს თეიმურაზ ხმელიძე.

„იანდექსის" ტაქსით ერთ კილომეტრზე მგზავრობის საშუალო ღირებულება 10-15 თეთრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×