რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით პროგნოზებს არ აკეთებს. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროს მოლოდინები მნიშვნელოვანი არ არის.

„არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის არის თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება", - განაცხადა ელოშვილმა.

გაზის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში, სემეკის სხდომებზე გახდება ცნობილი, რომელიც 17 და 18 ივლისს არის ჩანიშნული.

პრემიერმინისტრმა ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შემცვლელად დღეს დაასახელა. კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტრის პოსტი ოფიციალურად 6 ივლისს დატოვა. ის „ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატია. ილია ელოშვილი კი წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„დღეს ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებულია და ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო და განვავითარო ის მიღწევები, რომლებიც დღესდღეობით რეალურად არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ" , - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×