რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) ერგნეთის 78-ე შეხვედრიდან 79-ე შეხვედრამდე გამყოფ ხაზთან რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 28 მოქალაქე დააკავეს.13 მათგანი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოსვლას ე.წ სამხრეთ ოსეთიდან ცდილობდა.

ამის შესახებ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა, მურად ჯიოევამ განაცხადა.ერგნეთის 78-ე შეხვედრა 7 ივნისს, ხოლო 79-ე 11 ივლისს გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამყოფ ხაზთან მოქალაქეთა დაკავების ფაქტები კვლავ მაღალია.ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ გაორმაგებულია სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე მიმართვიანობის რაოდენობაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×