რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩები ენგურის ხიდთან მივიდნენ.ელჩი ლიტვიდან, იონას პასლაუსკასი აცხადებს,რომ ენგურის ხიდთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ მივიდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება აქ და მიეწოდოს რეალური ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბრიუსელში გადავცემთ, სადაც წყდება ყველაფერი და მიიღება გადაწყვეტილებები" , - განაცხადა იონას პასლაუსკასმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს უკვე შეხვდა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

დელეგაციის შემადგენლობაში დიპლომატები ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკიდან არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×