რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე „პატრიოტთა ალიანსის" წევრების რუსეთში ვიზიტს დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის უნდა დაიწყოს.ნინო ბურჯანაძე რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

„ის, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, სრულიად ნათლად არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. რას ველოდებით ძალიან მაინტერესებს?! რამდენზე უნდა გადმოსწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლებაც, პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს. დანაშაულებრივია პოზიცია დიალოგზე უარის თქმის" , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები რუს დეპუტატებს შეხვდნენ. ქართველ პარლამენტარებს პუტინის სახელისუფლებო პარტია „ედინაია რასიას" და კომუნისტური პარტიის წევრები შეხვდნენ. კანონმდებლებმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა და დიპლომატიური ურთიერთობის აღგენის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის ინიციატორი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. ის აცხადებს, რომ საქართველოს და რუსეთის პარლამენტარებმა ურთიერთობა უნდა აღადგინონ და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი დასაწყისია.

„ბოლო წლებში პარლამენტარები ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩვენთან - სახელმწიფო სათათბიროშიც და საქართველოშიც. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავალაგოთ" , - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

გუშინ რუსმა ოკუპანტებმა „ბანერი" კიდევ სამ ქართულ სოფელზე მონიშნეს. ამჯერად ე.წ. საზღვრის მიღმა ქარელის რაიონის სოფლები - კნოლევი, ცერონისი და ავლევი მოხვდნენ. მანამდე, 4 ივლისს მათ ე.წ. საზღვარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში გადმოსწიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×