(რეზონანსი) ექიმები,რომლებიც პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის ინიციატივით, გორში უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ჩაიყვანეს,გორის რესტორან „დარიალში" ბიუჯეტის ფულით დაპატიჟეს. ამის შესახებ შიდა ქართლის ადგილობრივი მედია წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, რესტორნის ხარჯი 800 ლარი კულტურის სამსახურმა დაფარა. 17 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტს ხელს სამსახურის უფროსი, რამაზ შიოშვილი აწერს. რესტორანი „დარიალი" კი მერიის „ახალგაზრდული განვითარების ცენტრის" დირექტორის, გიორგი ნადიბაიძის ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ინიციატივით, მოსახლეობის დაავადებათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით სამედიცინო უნივერისტეტის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები იყვნენ მოწვეულები.
„მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნერვოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება" , - აცხადებენ გორის მერიის პრესსამსახურში.