რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) ფოთელი მეთევზეები პალიასტომის ტბაზე თევზჭერის შეზღუდვას აპროტესტებენ. მათ დღეს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მეთევზეებმა ფოთის ცენტრალური მაგისტრალი, გურიის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც გზის გახსნას ცდილობს, რასაც მეთევზეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მეთევზეებს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გრძელდება. მეთევზეები საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ პალიასტომის ტბაზე გადაადგილება და თავისუფალი თევზჭერა ეკრძალებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×