რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) დიდ ბრიტანეთში კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ 37 წლის შემდეგ ღამის კლუბებში გართობა რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ გამოცემა „მიქსმაგი" წერს. გამოკითხული ბრიტანელების უმრავლესობას ღამის კლუბებზე უარის თქმის სურვილი უფრო ადრეულ ასაკშიც უჩნდება.

კვლევაში 18 წელს გადაცილებულმა 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ 37 წელი ის ზღვარია, რომლის შემდეგაც ღამის კლუბებში გართობა კარგ ტონად აღარ მიიჩნევა.

გამოკითხულთა 46%-მა განაცხადა, რომ ღამის კლუბში დილამდე ცეკვას სახლში, წყნარ გარემოში დარჩენა და ტელევიზორის ყურება ურჩევნია. ამასთან, ბევრი წვეულებაზე უარს საკმარისი ფულის არქონის გამო ამბობს.

22 % აცხადებს, რომ ღამის კლუბებს იმიტომ არ სტუმრობს, რომ ხანგრძლივ შეკრებაზე დროის დახარჯვა არ უნდა. გამოკითხულთა 12%-მა კი განაცხადა, რომ ისინი ღამით შვილებს მარტო ვერ ტოვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×