რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) ფოთელი მეთევზეები დღეიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი მერიასთან 12 საათზე შეიკრიბებიან.მეთევზეები უკვე მეორე დღეა, საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ პალიასტომის ტბაზე გადაადგილება და თავისუფალი თევზჭერა ეკრძალებათ.

მათი თქმით, 300-ზე მეტი ოჯახი თავს თევზაობით ირჩენს და ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. პალიასტომის ტბა კი, კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში შედის და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს.

გუშინ მეთევზეების და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის პარალელურად, მეთევზეების ნაწილმა ცენტრალური მაგისტრალი,გურიის ქუჩა გადაკეტა. ერთ-ერთმა მეთევზემ თვითდაზიანებაც მიიყენა.ვითარების განეიტრალება საპატრულო პოლიციის ჩართვის შემდეგ მოხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×