რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) რუსეთ-საქართველოს საზღვარს კაზაკთა რაზმები გააკონტროლებენ. ამ ინფორმაციას რუსული მედია, „sputnik-ossetia.ru" ავრცელებს.კაზაკები საზღვრის დაცვაში 1 ივლისიდან ჩაერთვნენ და ეს პროცესი სექტემბრამდე გაგრძელდება. კაზაკთა რაზმის წევრებმა რუს მესაზღვრეებთან ერთად, სასაზღვრო პატრულირების სპეციფიკასთან დაკავშირებით მომზადება გაიარეს.

რუსული მედიის ცნობით, „თერგის კაზაკთა" დანაყოფი რუს მესაზღვრეებთან ერთად, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და „თერგის კაზაკთა" დანაყოფს შორის 2013 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.

ბრიგადების წევრები სასაზღვრო ზონაში მყოფ პირებს დოკუმენტებს უმოწმებენ და სასაზღვრო რეჟიმების შესახებ განმარტებებს გასცემენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×