რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო "სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის ბრძანების ნაწილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოში დადგინდა, რომ მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან ჯგუფისათვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×