რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) „როიტერის" ცნობით, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვების გამოცხადებიდან 3 დღეში ერაყის ქალაქ მოსულში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები ისლამისტების პოზიციებს ვერტმფრენებიდან ბომბავენ. ხელისუფლების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში შესაძლოა 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდეს.

5 ივლისს ქვეყნის პრემიერი მოსულში ჩავიდა და მოსახლეობას გამარჯვება მიულოცა. ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ქალაქში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" მთლიანად გათავისუფლდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×