რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) ტელეარხ „112"-ის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესასვლელები გადაკეტეს. ისინი რამდენიმე დეპუტატის მოხსნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების რაოდენობა დაახლობით 500-ს შეადგენს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღეს უკრაინის რადა „ოპოზიციური ბლოკის" დეპუტატის მიხეილ დობკინისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს. 11 ივლისს პარლამენტმა იმუნიტეტი სამ დეპუტატს მოუხსნა. თუმცა პარლამენტმა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, რათა იმუნიტეტი მოეხსნა „სახალხო ფრონტის" დეპუტატ ევგენი დეიდეისთვის და „რადიკალური პარტიის" ფრაქციის წევრ ანდრეი ლოზოვოისთვის. აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×