რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) „ჰარიეთის" ცნობით, თურქეთის პრეზიდენტზე ბიოგრაფიული ფილმის ლიდერის რეჟისორი ალი ავჯი, ფეთჰულა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს. გამოცემის ცნობით, ალი ავჯი ასევე რეჟისორია ფილმისა "გამოიღვიძე", რომელიც ეკრანებზე გასული წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა.

ფილმის სცენარის მიხედვით, ერდოღანის ოჯახს აჯანყებულები კლავენ, თავად პრეზიდენტს კი იარაღს უმიზნებენ.

10 ივლისს, ანკარის პროკურატურამ მოძრაობა "ჰიზმეტის" ხელმძღვანელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით მთავრობის აპარატის 43 ყოფილი და მოქმედი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.

გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×