რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ".

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

"საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება და იმ კონკრეტული შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×