რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) „ფრენს ინფოს" ცნობით, ფრანგი მწერალი და ყოფილი მოსამართლე ჟან-მიშელ ლამბერი მისივე პერსონაჟის მსგავსად გარდაიცვალა. მწერლის სხეული 11 ივლისს, საკუთარ კაბინეტში აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, მას ყელზე შემოხვეული ჰალსტუხით, თავზე მიმაგრებული ჰქონდა პლასტიკური პაკეტი.

ლამბერი 65 წლის იყო. სხეული მეზობელმა აღმოაჩინა, როდესაც მწერლის მეუღლის თხოვნით, მის შესამოწმებლად მივიდა. წინასწარი მონაცემებით მან თავი მოიკლა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მოვლენა, თავიდან ბოლომდე იმეორებს ლამბერის ბოლო წიგნის სიუჟეტს, რომელსაც ჰქვია "რამდენ უსამართლობაში მიმიძღვის ბრალი?". წიგნის პერსონაჟი პროფესორი შაბერი იკლავს თავს და გამოსათხოვარ წერილში წერს: "როგორ გავნაგრძო ბრძოლა ასეთ არასანდო ატმოსფეროში...".

ჟან-მიშელ ლამბერი, დაახლოებით 30 წელი იკვლევდა 4 წლის ბიჭის მკვლელობას, რომლის სხეული 1984 წელს მდინარეში იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×