რეზონანსი
13.07.2017

 (რეზონანსი) „Der Spiegel"-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი გერმანელი სატირიკოსს იანა ბემერმანის მიერ დაწერილი სატირული ლექსებიდან, საკუთარი სახელის ამოღებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ერდოღანმა გერმანიის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იანა ბემერმანს ლექსებიდან მხოლოდ იმ მონაკვეთების ამოღება დაევალა, რომლის მიხედვითაც ერდოღანს სექსი ცხოველებთან აქვს და საბავშვო პორნოს უყურებს.

ერდოღანი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და სააპელაციოში გაასაჩივრა. ერდოღანი ითხოვს, რომ მისი სახელი და გვარი ყველა ლექსიდან გაქრეს.

იანა ბემერმანმა ლექსები პირველად ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში 2016 წლის 31 მარტს წაიკითხა. მაშინ ერდოღანმა ბემერმანს პროკურატურაში უჩივლა, გერმანიის პოლიციამ კი კომიკოსს პირადი დაცვა დაუნიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×