რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) თბილისში დღეს „ქართველთა მარშია" დაგეგმილი. აქციის მონაწილეები 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. ისინი ქვეყანაში საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას და უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვას მოითხოვენ.აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობა „ეროვნულებია".

„მშვიდობიანი მანიფესტაციის გზით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელისუფლებას გამოვუფხიკოთ ყურები, გამოვაფხიზლოთ საღათას ძილიდან და მოვუწოდოთ მათ, რომ სახელმწიფო მართონ კანონების მიხედვით და არა პირადი ამბიციების დონეზე" , - აცხადებს მოძრაობა „ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის" დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. მათი თქმით, წესრიგს პოლიცია დაიცავს, რომელიც კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×