რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) პოლიციამ ყვითელი ლენტა რამდენიმე ათეულ მეტრზე გაავლო, რადგან გამყოფ ხაზთან, სოფელ ბერშუეთთან, საპროტესტო აქციის მონაწილეების რაოდენობა მატულობს. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დამონტაჟებულ ახალ ბანერთან აქციის მონაწილეებს დაახლოებით 500 მეტრის მანძილი აშორებთ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი ე.წ მცოცავ ანექსიას ახორციელებს და საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ახალი მწვანე ბანერები ბერშუეთის გარდა, ჯერ არსად გამოჩენილა.

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სამ სოფელში, კნოლევში, ცერონისსა და ავლევში ე.წ. საზღვარი ხნულის გავლით მონიშნეს.4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი 500 მეტრით გადმოსწიეს.

ოკუპანტებმა ბანერი გია ხოდელის მიწაზე გადმოსწიეს. მას მოსავლის აღების და დათესვის პრობლემა შარშანაც შეექმნა. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×