რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ტორტლაზე მწვანე ბანერი 3 წლის წინ დადგეს. თუმცა, ადგილობრივები არხის სიდიდის გამო, მიწის ნაკვეთებში თამამად მუშაობენ. ეს ბანერი ყველაზე ახლოს დგას მთავარ მაგისტრალთან. ავტობანიდან სოფელ ჩობალაურის პოლიციის საგუშაგომდე 100 მეტრია, ხოლო, საგუშაგოდან ბანერამდე - 250 მეტრი. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„ეს არხი ისეთი განიერია, ვერც ისინი გადმოვლენ და ვერც ჩვენ გადავდივართ. ფაქტობრივად, კომუნისტების დროს დაადგინეს, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვარი ბუნებრივად მაგ არხზე გასულიყო" , - ამბობენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

ქართლის სოფლებში ე.წ მცოცავი ოკუპაცია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა. 4 ივლისს სოფელ ბერშუეთში ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი 500 მეტრით გადმოსწიეს. ქარელის სამ სოფელში კი ე.წ საზღვარი ხნულით გაავლეს. დღეს ბერშუეთში, გამყოფ ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×