რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინის უმაღლეს რადაში პლენარული სხდომების დაწყების წინ შესაძლოა „მამაო ჩვენო" წაიკითხონ. ამ ინიციატივის შესახებ, კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე დევს. თუმცა, დოკუმენტის სრული ტექსტი ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

კანონპროექტის ინიციატორებს შორის არიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე გადაეცა.

კანონპროექტის კრიტიკოსთა შორისაა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი ირინა გაპაშენკო.

„მე მოგიწოდებთ დილა დავიწყოთ ნაკურთხი წყლის მიღებით და ამით გავჯანსაღდეთ, იმიტომ, რომ სხდომათა დარბაზში ბევრს სძინავს", - დაწერა „Facebook"-ის პირად გვერდზე დეპუტატმა. მისი თქმით, ლოცვა ეს ძალიან პირადი და ინტიმური საკითხია, როცა შენი ფიქრებით ღმერთთან მარტო გინდა ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×