რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, მიკრომეწარმე ელიზა გოგოლაძის გირჩის მურაბის ბიზნესი 5 000 ლარით დაფინანდა. ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში, ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, დაფინანსების შემდეგ კი ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბური ააშენა. მან წარმოების მოცულობა გაზარდა და, პროდუქტი „ბრენდი" გახდა და ის სუპერმარკეტების ქსელშიც იყიდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე. ბოლო მონაცემებით, მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×