რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) კულტურული და ტურისტული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა ტაოში, სოფელ მერენესის ასომთავრულ წარწერას მიაკვლია, რომლის ტექსტიც ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

წარწერის პირველი ნაწილით ვიგებთ, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი.

აშოტ კურაპალატის შესახებ რამდენიმე ქართული წერილობითი წყარო მოგვითხრობს. სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა" გვამცნობს, რომ ის 954 წელს უშვილოდ მიიცვალა. მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობას და კიდევ უფრო მეტად აზუსტებს მას.

წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეოგრაფიული ანალიზი ეკუთვნის თემო ჯოჯუას. წარწერა დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელში წყლის არხის გაყვანის დროს მიწაში იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×