(რეზონანსი) დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი შემთხვევით იპოვეს. პოლიცია საქმეს, დედის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. გარდაცვლილი ბავშვის დედის ვინაობა, ასევე დანაშაულის დეტალები პოლიციისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი ფერმაში მარტო იმყოფებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე იმშობიარა, ბავშვი კი გარდაცვლილი დაიბადა. ქალი მკურნალობას დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადის. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალშობილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.