რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანის და კულტივირებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. შესაბამისი სარჩელი კი პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების ჯგუფს ჰქონდა შეტანილი.

ისინი სადავოს უწოდებენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობები არ იმიჯნებოდა და შეუძლებელი ხდებოდა სასჯელის ინდივიდუალურად დაკისრება. სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, კანაფის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნია.

„ნარკოტიკული საშუალება კანაფის 64-დან 151 გრამამდე ოდენობები თავისთავად არ ქმნის გასაღების ავტომატურ საფრთხეს, შესაბამისად, მათ მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია. ხოლო კანაფის 266 გრამამდე ოდენობის შემთხვევაში, გასაღების საფრთხე მეტია, შესაბამისად სასჯელი გამართლებულია" , - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×