რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლების უსაფუძვლოდ გათავისუფლების გამო, „ევროპული საქართველოს" წევრები განათლების მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

სერგო რატიანის განცხადებით, სკოლის დირექტორი მასწავლებლებს სამსახურიდან უმიზეზოდ ათავისუფლებს, მაგალითად, არასასწავლო პერიოდში საღეჭი რეზინის ან მობილური ტელეფონის მოხმარების გამო. „ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ დირექტორს სკოლის დახურვა აქვს გადაწყვეტილი.

„ეს არის გაუგონარი რამ. მსგავსი საქართველოში, უბრალოდ, არ მომხდარა, რომ კერძო პირი მოითხოვდეს სახელმწიფოსგან, გაათავისუფლოს მასწავლებლები და ეს სრულდებოდეს. მთლიანად მოშლილია სასწავლო პროცესი და მართვა. განათლების მინისტრი ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ განათლების სისტემას მართლაც მართავდეს", - განაცხადა სერგო რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×