რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო ასევე საპატრულო პოლიცია, რომლებმაც გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

შეკრებილები პაპუნა ნანეიშვილის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს და სასამართლომ 6 წელი უსამართლოდ მიუსაჯა. ოჯახის წევრები საათნახევრის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალთან. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციების ჩატარება გაგრძელდება.

პაპუნა ნანეიშვილი კრიმინალურმა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD-STAR-2002"-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 1 მჭიდი ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×