რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) ბრიტანულმა გამოცემამ თურქეთის ტერიტორიაზე მივიწყებულ ქართულ ძეგლებს სტატია მიუძღვნა. „მივიწყებული ქართული სამეფო"- „BBC" ამ სათაურით მასალას აქვეყნებს და წერს,რომ თურქეთის სამხრეთით არაერთი ისტორიული ძეგლია, რომლებსაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი სტილი დღემდე აქვთ შენარჩუნებული.

„თურქეთის სამხრეთში, კლდეებში, მწვანე ოაზისში, არაჩვეულებრივი სამონასტრო კომპლექსი ფეოდალურ საქართველოში ბაგრატიონების საკუთრება იყო ტაო-კლარჯეთში. ქართული სული დღესაც იგრძნობა. ერთ დროს საქართველოს საკუთრება დღეს თურქული სოფლების გარემოცვაშია".

„BBC"-ის სტატიაში კონკრეტული მონასტრების მაგალითია მოყვანილი,რომლებიც უყურადღებოდ არის მიტოვებული და მათი განადგურების საფრთხეც არსებობს.

„ოშკი წლებია სარესტავრაციოა, უყურადღებოდაა მიტოვებული და დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ფრესკები პირვანდელ სახეს კარგავენ. ქართული ძეგლების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ქართული და თურქული მხარეები ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ - როგორ და ვინ უნდა აღადგინოს. მოლაპარაკებები გრძელდება" , - წერენ სტატიის ავტორები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×