რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) რუსეთმა „საქართველოს ავიახაზების" ფრენები შეზღუდა. რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მიზეზად საქართველოს მხრიდან რუსული ავიაკომპანია „ურალის" ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვების მათთან შეუთანხმებლად დაწესება სახელდება.

„რია ნოვოსტი" რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ეს საპასუხო ნაბიჯია, რადგან ქართულმა მხარემ ურალის ავიახაზებს მაისიდან თბილისის მიმართულებით ასეთივე რეისების შესრულებაზე უარი უთხრა. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ურალის ავიახაზებს ამ ფრენების განხორციელების უფლება უნდა მისცეს".

საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა. „საქართველოს ავიახაზები" მოსკოვის მიმართულებით კვირაში 14-18 რეისს ასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×