რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ საწირემდე რკინიგზა მივა. ადგილზე ძველი სადგურის დემონტაჟისა და ახალი სადგურის მოწყობის ტენდერში კომპანია „TG Union"-მა გაიმარჯვა. ტენდერის თანხა 226 300 ლარია. კომპანია ვალდებულია, სამუშაოები ოქტომბერში დაასრულოს.

საწირეში რკინიგზის სადგურის მოწყობა კურორტის განვითარების პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. კურორტ საწირეს განვითარებისთვის სულ 15 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება. კურორტის განვითარების სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ესაა მყარი ინფრასტრუქტურის უზრუნველფა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×