რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი) ოკუპანტებმა შიდა ქართლიდან კიდევ 1ადამიანი გაიტაცეს. 62 წლის აბესალომ კოკოლაშვილი ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ახლადგამოჩენილი ხნულების მიმდებარედ აძოვებდა საქონელს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, საოკუპაციო ჯარის მესაზღვრეები ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული და მწყემსებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. აბესალომ კოკოლაშვილი სავარაუდოდ, კვლავ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული და ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის ორი მკვიდრი, ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი, სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×