რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი)საქართველოში საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიდროელექტროსადგურები დარღვევებით შენდება და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში, შედეგები უმძიმესი იქნება. ასეთი არის გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა.მეცნიერები ამის შესახებ ხელისუფლებას აფრთხილებენ, თუმცა სამთავრობო უწყებების მიერ რეაგირება არ არის. მშენებლობებს შორის,რომლებიც დარღვევებით მიმდინარეობს, არის „პანორამა თბილისი" და „ნენსკრა-ჰესი". ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

„უშუალოდ თბილისში სერიოზული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ჩვენი გათვლებით, თუ თბილისში განვითარდება მოსალოდნელი მიწისვრა,რომლის მაგნიტუდა იქნება - 6, გვექნება ათი ათასობით მსხვერპლი და მილიარდები იქნება ეკონომიკური ზარალი", - განაცხადა გეოფიზიკოსმა ნინო წერეთელმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სეისმური საშიშროების რუკა,რომლის მიხედვითაც სამშენებლო კოდები იწერება, არასწორია. შესაბამისად, მშენებლობები,რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

„ყველა ჰესი შენდება სრული დაცვით. არ ვიცი ვინ სპეციალისტები ამბობენ ამას" , -განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

„არ არსებობს სეისმური კოდები, სისულელეებს ნუ მელაპარაკებით" , - აცხადებს „პანორამა თბილისის" მშენებლობის ხელმძღვანელი,ზურაბ თევზაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×